საქართველოს მთავრობამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

0
358

საქართველოს მთავრობამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 2017-220 წლების ეროვნული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამოქმედო გეგმაში ასახულია  ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის მეთოდები და მიმართულებები, რომლის პრიორიტეტებიც ასე გამოიყურება:

  • „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა
  • ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა
  • კიბერდანაშაულისა და კიბერმეთოდებით ჩადენილი ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლა
  • ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე საპოლიციო მეთოდების გამოყენებით
  • საერთაშორისო ორმხრივი ან/და მრავალმხრივი თანამშრომლობის ოპერატიულ/არაოპერატიულ დონეზე ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა თავისი მასშტაბებით, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ორგანიზებული დანაშაული საზოგადეობის ფუნდამენტურ ღირებულებებს ხელყოფს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის მიზანია, 2020 წლისთვის საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცე შეიქმნას რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. რაც თავისთავად მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას გულისხმობს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მჭიდრო, ეფექტიან, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ  უწყებათაშორის კოორდინაციას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შექმნილია  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც  უფლებამოსილია, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიული მიდგომის შესამუშავებლად მოამზადოს რეკომენდაციები.

უწყებათაშორის საბჭოს 6 სახელმწიფო უწყება აერთიანებს, ესენია:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს მთავარი პროკურატურა
  • აქართველოს იუსტიციის  სამინისტრო
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რიგით მესამე სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება.

კომენტარები გამორთულია