წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი

0
1059

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე, ინტერნეტმაღაზია mymarket.ge -ზე, ყიდდა საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას – ხმელთაშუა ზღვის კუს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული კუ, ჩამოართვეს მოქალაქეს და დროებით, საქმის განხილვამდე, ზოოპარკს მიაბარეს.

საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და საბოლოოდ, დაბრუნდება დაცული ტერიტორიების იმ არეალში, სადაც ის ადვილად შეძლებს ადაპტირებას.

აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს. საჯარიმო თანხა განსაზღვრულია 150-დან 850 ლარამდე.

NO COMMENTS