განსხვავებული დიზაინის ქორწინების მოწმობა

0
1198

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული ქორწინების მოწმობის ფორმა შეიქმნა. საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის შემქნილ მოწმობას.

როგორც ირკვევა ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა”, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“. გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები გამორთულია