“ევრომელანომა 2017” – რუსთავში კანის უფასო სკრინინგი ჩატარდება

0
614

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, 14-20 მაისს, საქართველოს ხუთ ქალაქში მსურველთათვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება.

უფასო სკრინინგ-აქცია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში ჩატარდება. მისი ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“, კამპანიის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო. 

მსურველებს, რომელთაც აღენიშნებათ კანზე წამონაზარდები, საეჭვო ხალები და სხვ. შეუძლიათ აღნიშნული ქალაქების მიხედვით ცხელ ხაზზე წინასწარ დარეკონ და უფასო გასინჯვებში ჩაეწერონ. ცხელი ხაზის ნომრები ქალაქების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თბილისი: 2305417/2182258
  • ქუთაისი: 241248
  • ბათუმი: 568104410
  • რუსთავი: 278485
  • გორი: (0370) 277171

2012-16 წლებში, მათ მიერ ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში, უფასო გამოკვლევებით 4 500-მდე პირმა ისარგებლა.

კომენტარები გამორთულია