მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

0
2664

11 მაისს საქართველოში ნარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. 12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები გამორთულია