ოჯახის წევრები 16 წლის მოზარდს ეძებენ

0
819

გავრცელებული ინფრომაციით, ფეიქრიშვილების ოჯახს გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

თბილისში, სანზონაში  16 წლის გოგო გაუჩინარდა. ანა ფეიქრიშვილი სანზონაში, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ოჯახი დაკარგულ გოგონას 8 მაისის შემდეგ ეძებს.
ფეიქრიშვილების ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართვს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს: – 598 951 033
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხადარზე ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„მეტრონომის” ინფორმაციით, ასევე ზუგდიდსა და ბათუმში ეძებენ მოზარდებს, რომელთა ასაკი 13 წელია და რომლებიც ასევე დაკარგულად მიიჩნევიან.

წყარო: მეტრონომი

კომენტარები გამორთულია