რუსთავის მე-13 დამეგობრებული ქალაქი შაოგუანი გახდა

0
229

რუსთავის დამოგებრობელ ქალაქებს ჩინეთის ქალაქი შაოგუანიც შეუერთდა. ურთიერთანამშორმოლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. 

დამეგობრებული ქალაქები – ეს არის  იურდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმა ქალაქებს შორის, რომელიც ეფუძნება ორი ქალაქისა და ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის ხელშეწყობას და თანამშრომლობას კულტურათა გაცვლას.

აღსანიშნვია რომ რუსთავის დამეგობრებული ქალაქები აქამდე მხოლოდ ევროპული ქალაქები იყო. ჩინეთის ქალაქი შაოგუანი რიგით მე-13 დამეგობრებული ქალაქია. 

“აღსანიშნავია რომ ასეთი ტიპის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ ჩინეთის რესპუბლიკასთან აქამდე თანამშრომლობა არ გვქონია. მათ გამოთქვეს სურვილო დამეგობრების და ეს ძალიან კარგია. საინტერესო და სტრატეგიული ქალაქია. მათ აქვთ კონკრეტული ხედვები ინვესტიციების კუთხით, ჩვენ თავისთავად გვექნება ურთიერთობა საწარმოო კუთხით  და ბიზნესის მიმართულებით. რუსთავი სამრეწველო ქალაქია და ვფიქრობთ ჩვენ შევთავაზებთ საინტერესო ხედვებს” – განაცხადა ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ.

ხელშეკრულებები  ითვალისწინებსბს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებში:

  • მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;
  • ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაფართოება;
  • გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში;
  • ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკასა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში;
  • თვითმმართველობების ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციების ვიზიტები ქალაქების კულტურულ ღონისძიებებზე.

რუსთავის დამეფობრებული ქალაქების ჩამონათვალი ასე გამპიყურება:

  • Poland, Lodz (Łódź ) პოლონეთი, ლოძი ( დამეგობრებული ქალაქი). მემორანდუმს ხელი მოეწერა 1995 წელის 27 ივნისს
  • Poland, Plock (Płock ) პოლონეთი, პლოცკი. მეგობრული თანამშრომლობის განზრახვის წერილი  გაფორმდა 2/12/2011. უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება დამეგობრების მემორანდუმს.
  • Poland, Gdynia. პოლონეთი, გდინია. ურთიერთანამშრომლობის ქარტია  გაფორმდა 29/03/2010 წელს
  • Ukraine, Ivano-frankivsk (Іва́но-Франкі́вськ) უკრაინა, ივანო ფრანკივსკი. ურთიერთანამეგობრობის განზრახვის წერილი გაფორმებულია 2011 წელს
  • Ukraine, Cherkasy. უკრაინა, ჩერკასი. დაძმობილების მემორანდუმი  გაფორმებულია 2012 წლის 26 მარტს. ჩერკასის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 27/09/2013.
  • Turkey, Inegol (İnegöl ) თურქეთი, ინეგოლი. 09/09/2002 რუსთავსა და ქალაქ ინეგოლს შორის დაიდო ხელშეკრულება  ქალაქების დაძმობილებისა და პარტნიორობის შესახებ.
  • Philippines, Cauayan. ფილიპინები, კაუაიანი. მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს
  • Philippines, Santiago მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს
  • Azerbaijan, Sumgayit, Sumqayıt აზერბაიჯანი სუმგაითი (დამეგობრებული ქალაქი). ხელშეკრულება გაფორმებულია 1952 წელს
  • Lithuania, Akmene (Akmenė) ლიტვა, აკმენე. თანამშრომლობის შესახებ განზრახვის ოქმი გაფორმებულია 05/06/2015 წელს.
  • Lithuania, Panevėžys ლიტვა, პანევეჟისი. განზრახვის ოქმი გაფორმებულია 2015 წლის 10 ოქტომბერს. არსებობს შეთანხმება 2016 წლის რუსთავქალაქობის დღესასწაულზე დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით.
  • Sweden, Kiruna შევდეთი, კირუნა. დამეგობრებული ქალაქი.

კომენტარები გამორთულია