სამი დაკარგული მოზარდიდან ორი ნაპოვნია

0
1505

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს. მას ოჯახის წევრები გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონა სახლიდან გუშინ 12:00 საათზე გავიდა. ოჯახმა დასახმარებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით შსს სამძებრო სამუშაოების ახორციელებდა.

ზუგდიდში დაკარგული 13 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს.  შს სამინისტროდან ცნობით, არასწულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და უახლოეს პერიოდში დააბრუნებენ მას მშობლებთან.

მოზარდი სახლიდან 10 მაისს, საღამოს საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახისათვის მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ ერთი, 16 წლის მოზარდის ძებნა, რომელსაც იჯახის წევრები  8 მაისის შემდეგ ეძებენ.

ოჯახის წევრები 16 წლის მოზარდს ეძებენ

კომენტარები გამორთულია