სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მდინარე მტკვარზე სათევზაოდ არ ჩავიდნენ

0
1656

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მდინარე მტკვარზე სათევზაოდ არ ჩავიდნენ, რადგან მტკვრის დონე საგრძნობლად იქნება მომატებული.

თურქეთში წყალსაცავის დაცლის გამო მტკვრის დონე აიწევს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შესაბამისი შეტყობინება მათ თურქეთის მხარისგან მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც. საბჭოს განმარტებით, წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია.

კომენტარები გამორთულია