ჩინეთის დელეგაცია რუსთავში

0
201

რუსთავს, ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია სტუმრებოს.
ამ წუთებში ქალაქ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, დელეგაციის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ბოლოს გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელს, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქ შაოგუანის ვიცე-მერი ჩენ ლი მოაწერენ.
მემორანდუმის ხელმოწერას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას. მემორანდუმი ფორმდება ორივე ქალაქის ხელმძღვანელი პირების თანხმობით და მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კულტურისა და ისტორიის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ამასთან ერთად, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებში საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებასა და ურთიერთობების გაფართოებას.
მემორანდუმის გაფორმება საშუალებას მისცემს დამეგობრებულ ქალაქებს, გაცვალონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებსა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან მიმართებაში.

კომენტარები გამორთულია