7 წლის რუსთაველი მხატვარის პირველი პერსონალური გამოფენა

0
1102

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში 7 წლის რუსთაველი მხატვარის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. „პატარა თითებით დავხატავ სამყაროს” – ასე ჰქვია  გამოფენას, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე თვითნასწავლმა მხატვარმა გიორგი გველესიანმა საზოგადოებას წარუდგინა. გამოფენაზე გიორგი 45 ნახატი გაიტანა, რომლებიც 2016 – 2017 წლებშია შესრულებული. გამოფენას ქალაქის მერი დავით ჯიქია სტუმრობდა.

პატარა მხატვარმა გამოფენაზე უამრავი  სტუმარი პირადად მოიწვია, ის ქალაქის მერიას ესტუმრა და მისაღებში მოსაწვევთან ერთად ქალაქის მერისთვის საგანგებოდ დაწერილი წერილიც დატოვა.

 

კომენტარები გამორთულია