ვინ არის გარდაცვლილ მეშახტეებზე დაწერილი ჩანახატის ავტორი

0
7057

მისი ჩანახატი, რომელიც სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე პოსტის სახით დადო, რამდენიმე საათში ქართული ინტერნეტსივრცის ბესთსელერი გახდა.

„რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი”… ახალგაზრდა გოგონას ამ სულისშემძვრელმა სიტყვებმა, რომელიც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულ ოთხ მუშას მიუძღვნა, გულგრილი ვერავინ დატოვა. თინა ჩანახატში ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლის როლში მოგვევლინა და საოცარი ტკვილით გადმოსცა ის მდგომარეობა, რაც შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. სწორედ ამ რეალურთან ძალიან მიახლოებული ჩანახატის გამო, მედიასაშუალებების უმეტესობამ ის ისე წარმოაჩინა, თითქოს მართლა საკუთარ ისტორიას ყვებოდა. ინტერნეტში გავრცელდა მასალები სათაურით – „რას წერს გარდაცვლილი მეშახტის ცოლი”.

„ტელეფრაგი” თინა სიხარულიძეს ესაუბრა.

„25 წლის ვარ. მომავალი ექიმი. მყავს მეუღლე და 2 შვილი. დროდადრო ვწერ ჩანახატებს, რომლებითაც აქამდე ინტერესდებოდნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები. და სურვილი მაქვს, აწიც ასე გაგრძელდეს. არ ვაპირებ “სამწერლო ასპარეზზე შემოჭრას”, როგორც ბევრმა დამწამა. ვაკეთებ ჩემს საქმეს და როცა დამიგროვდება სათქმელი, დავწერ, აუცილებლად დავწერ. დავწერ ისე, როგორც შემიძლია და დავწერ იმდენს, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი. ვისაც მოეწონება, მოეწონოს. ვისაც არა, ნუ განმსჯიან მწერლობის საზომებით. ” – განაცხადა „ტელეგრაფთან” თინა სიხარულიძემ.

(C) Telegraph.ge

მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო…

კომენტარები გამორთულია