თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს

0
470

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ ზოგადად წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით და წლის განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ სისტემას იხილავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.

”გაწვევასთან და ზოგადად წვევამდელის ინსტიტუტთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ. ზოგადად წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ სისტემას იხილავთ. თუმცა, თავდაცვის უწყებამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სრულიად ახალი სისტემა აგვემოქმედებინა. თუმცა ეს არის საერთო პრობლემა, გლობალური სახელმწიფოებივი მიდგომის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მხრიდან როგორც უწყება, კანონმდებელთან და სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ვიქნებით ჩართული, სხვა კონკრეტული დეტალების დაზუსტების თვალსაზრისით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები გამორთულია