მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი

0
430

მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ​ახალი ბატარეების ზოგიერთი ვარიანტი უფრო სქელი იქნება, ვიდრე სმარტფონის ბატარეები, თუმცა მაიერდორფის განცხადებით, პროდუქცია ბაზარზე გასასვლელად უკვე მზად არის.

ახალი ​ტექნოლოგიების ჩვენება პირველად ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე მოხდა, როდესაც ებრაულმა სტარტაპ კომპანიამ StoreDot-მა ახალი ფლეშბატარეების დემონსტრაცია მოაწყო.

​კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დორონ მაიერდორფის განცხადებით, პროდუქცია ბაზარზე 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდება. მაგრამ, ტექნოლოგიების ანალიტიკოსი ბენ ვუდი CCS Insight-დან ეჭვობს, რომ ეს ასე მარტივად არ მოხდება.

2015 წელს დორონ მაიერდორფმა BBC-ის განუცხადა რომ მისი ბატარეები არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებითაა აგებული და ის დენის უფრო სწრაფად გადაცემას უზრუნველყოფს.

​ანალიტიკოსი ბენ ვუდი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს რომ სწრაფვმა დატენვამ შეიძლება ბატარეის ხარისხზე იქონიოს გავლენა. ამასთან, მსგავსი ტიპის ბატარეების შექმნაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითად, კომპანია Qualcomm სულ მალე გამოუშვებს ახალი ტიპის ბატარეებს, რომელიც 5 წუთიანი დატენვის შემდეგ, მუშაობას 5 საათი შეძლებს.

StoreDot-მა ამ კვირაში ასევე წარმოადგინა ელექტრომანქანების ბატარეები, რომელიც ასევე 5 წუთში იტენება.

​მაიერდორფის განცხადებით, ისინი ახლა მანქანის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ, რომ საკუთარი შედეგები კიდევ უფრო გაამუჯობესონ.

კომენტარები გამორთულია