სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა

0
299

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში, სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
„სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გაცემული რეკომენდაციების შედეგად საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მდგომარეობა გაუჯობესდა. მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კონტროლს, რომლის შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა(მათ შორის 253 თბილისში). მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.

კომენტარები გამორთულია