უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

0
531

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში თადარიგის ოფიცრის დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

კომენტარები გამორთულია