არიან თუ არა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებები მზად ქვეწარმავლის ნაკბენის შემთხვევისთვის

0
892

ქალაქში ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ქვეწარმავლები, რომელთა გარკვეული სახეობები რუსთავის რამდენიმე უბანში უკვე გამოჩნდა.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა როგორია მიმართვიანობა შესაბამის სამსახურში და არის თუ არა გაზრდილი მაჩვენებელი, წინა წელათან შედარებით. ჩვენ “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის” ხელმძღვანელს დავით ბეგაშვილს ვესაუბრეთ. როგორც ბეგაშვილი აღნიშნავს, მაჩვენებელი ისეთივეა როგორც გასულ წელს.

„პირველი აპრილიდან დღემდე 12 გამოძახება დაფიქსირდა. წინა წელთა შედარებით მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. ტემტერატურა ჯერ ისეთი მაღალი არ არის რომ, ამ ეტაპზე რაიმე საშიშროება იყოს. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ შემთვევების პრევენცია მოხდეს. საავადმყოფოებიც თავისთავად მზად არიან, დაკბენის შემთვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. საბედნიეროდ რუსთავში არ არის შხამიანი გველები“ – ამბობს დავით ბეგაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ქვეწარმავალს შენიშნავენ, აუცილებლად უნდა დარეკონ  “რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის”  სამსახურის ნომერზე (0341) 39 37 75, ან მერიის ცხელ ხაზზე (0341) 22 00 05.

კომენტარები გამორთულია