როდის დასრულდება და დაიწყება სკოლებში სასწავლო წელი

0
443

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2017 წლის სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღი – 15 ივნისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.

უწყების ინფორმაციით, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს , დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს, ხოლო მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

კომენტარები გამორთულია