საზარელი ავარია თურქეთში

0
626

თურქეთში, მიკროავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ ავარიაში მოყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

შემთხვევა მარმარისის რაიონში, მუღლა-ანტალიის ტრასაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მანქანა გადაბრუნდა. ტრასაზე მოძრაობა გადაკეტილია.

თურქული მედიის ცნობით დაშავებულთაგან უმრავლესობის მდომარეობა კრიტიკულია. მიკროავტობუსში სულ 30 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი ტურისტი იყო. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები იყვნენ, არიან ბავშვებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია იყვნენ თუ არა მგზავრთა შორის საქართველოს მოქალაქეები.

ნახეთ ვიდეო

კომენტარები გამორთულია