სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა

0
241

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი პედაგოგები  სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს და იმ წარმატებების ამსახველ ფოტოგამოფენას გაეცნენ, რომელიც სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელდა.

კონფერენციის მსვლელობისას  სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა და მათ  „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზები გადაეცათ.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. ყველა მათგანი მიმართულია სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისაკენ.

კომენტარები გამორთულია