სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა

0
244

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

სეტყვასაშიში ღრუბლების მასების საერთო ფართობი 4200 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100% შეადგენდა. ღრუბლის მასებმა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონები ეტაპობრივად მოიცვა.
სტიქიის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. შედეგად, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

https://www.youtube.com/watch?v=5g0yljXFatk

კომენტარები გამორთულია