ჰაკერული ჯგუფის გლობალური კიბერშეტევა – 99 ქვეყანაში 75 ათასამდე დაზიანებული კომპიუტერი

0
249

ჰაკერული ჯგუფის გლობალური კიბერშეტევა. ვირუსულმა პროგრამამ მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 ათასამდე კომპიუტერი დააზიანა.

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოები, ესპანეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია, შეერთებული შტატები, იტალია და ჩინეთიც, თუმცა ყველაზე მეტად რუსეთი დაზარალდა, სადაც ვირუსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაშიც კი შეაღწია.

ჰაკერული პროგრამა კომპიუტერის მუშაობის აღდგენისთვის ბიტკოინებით 300 დოლარის გამოსასყიდს ითხოვს, იმ შემთხვევაში კი, თუ თანხა 7 დღეში არ გადაირიცხება, მონაცემების განადგურებით იმუქრება.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები გამორთულია