„პარიზი” – ყველაფერი სრულყოფილებისთვის

0
2406

მეგზური

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან ერთად ახლოვდება დღე, რომელსაც პირადად ჩვენ 12 წელი ველოდით. დღე, რომელიც ჯერ კიდევ პირველ კლასში სიზმარი გვეგონა და ახლა, როცა მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი, ისევ წარმოუდგენელია, რომ სკოლას ვამთავრებთ. წარმოუდგენელია, რომ ახლა უკვე ჩვენ უნდა გავიაროთ სკოლის ეზოში დაფენილ წითელ ხალიჩაზე ლამაზი კაბებითა და უჩვეულოდ დიდი, ბედნიერი ღიმილით სახეზე.

ბანკეტი ის დღეა მთელი ცხოვრება რომ გემახსოვრება და არასდროს ინანებ წასვლას. სწორედ ამიტომ ვხარჯავთ დიდ დროსა და ენერგიას საბანკეტო სამზადისში. დღე, რომელიც აღარასდროს განმეორდება უნდა იყოს უნაკლო, როგორც იტყვიან „პერფექტო“. საბანკეტო ციებ-ცხელებაში ზოგი წლის დასაწყისში, ზოგი კი, ბანკეტამდე 1 თვით ადრე ერთვება. საზრუნავი მაინც ერთი და იგივეა: ვარცხნილობა, მაკიაჟი, მანიკური, რუჯი და სხვა.

პირადი გამოცდილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძნელია იპოვო ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია და არ გიწევს მთელი დღე სხვადასხვა დაწესებულებებში სირბილი. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

სილამაზის სალონი „პარიზი“ ის ადგილია, სადაც  პერმანენტული მაკიაჟით  დაწყებული არასასურველი თმის მოშორებით  დამთავრებული ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

საფრანგეთში ამბობენ, რომ თუ კარგად გამოიყურები, თავს კარგად გრძნობ და ამის ჩვენებაც შეგიძლია.  ჩვენ არ  ვიცით როგორია ფრანგული სილამაზის სტანდარტი, მაგრამ ვიცი, თუ ჩვენი ბანკეტისთვის მივენდობით გამოცდილ ვიზაჟისტებსა და სტილისტებს, ყველაფერი ისე იქნება როგორც გვინდა.

დაგვეთანხმებით, რომ მანიკურისა და პედიკურის გაკეთება საკმაოდ სარისკოა ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ისეთი სალონის პოვნა, სადაც  დიდ ყურადღებას აქცევენ სამუშაო იარაღებისა და გარემოს სტერილიზებას. შეიძლება იფიქროთ, რომ 21-ე საუკუნეში სტერილიზაცია აღარავის უკვირს, მაგრამ გვერწმუნეთ, აქ სტერილიზაცია რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით. სალონში საფუძვლიანი სტერილიზაციის სრულ ციკლს გაივლის როგორც ირაღები და ზედაპირი, ასევე პერსონალის ხელები აუტოკლავში.  „პარიზში“ ამ პროცედურას ატარებენ მხოლოდ გერმანული, სამედიცინო და ესთეტიკური იარაღისთვის განკუთვნილი, უმაღლესი ხარისხის აპარატითა  და ასევე გერმანული ,,Bode’’-ის ხნარში.

Processed with VSCO with a6 preset

როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, სალონი სთავაზობთ სხვადასხვა სახის ეპილაციას (დიოდი, ბიო, ნემსი) და გერმანული ბრენდი  Cosmedico-ს უახლესი მოდელის ნათურებით  გარუჯვას სოლარიუმში.

ამ ყველაფერთან ერთად, ,,პარიზი’’ ბაზარზე გამოირჩევა მანდილოსნებისთვის  განკუთვნილი მსუბუქი, ზუმბა აერობიკით.

აღსანიშნავია, რომ ,,პარიზში’’ მუშაობენ მუდმივად განახლებადი პროფესიონალური, სალონისთვის განკუთვნილი, პროდუქციით.  ეს ყველაფერი კი საშულებას გაძლევთ, მიიღოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება და არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტენდეციებს.

მისამართი: ჟ.შარტავას ქ. #19 (მე-6 სართული)
ტელ.: (0341) 252200

FB: Salonparis
ნინი და სალომე
რუსთავი 
(C) Telegraph.ge
მადლობა ფოტოებისთვის ჩვენს მეგობარს დავით შაქარაშვილს

კომენტარები გამორთულია