16 წლის რუსთაველი მწერალი პალიტრა L-ის კონკურსში

0
871

პალიტრა L-ის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ ონლაინ კონკურსში მონაწილეობას იღებს რუსთაველი მიხეილ ედიშერაშვილი, რომანით „Aurora”. ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ მითითებულ ლინკზე.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალს არასდროს გამოუქვეყნებია საკუთარი ნაწარმოებები ბეჭდურ სივრცეში და „ტელეგრაფის“ ბეჭდური ვერსია იქნება პირველი, სადაც შეგეძლებათ მისი მოთხრობების წაკითხვა 22 მაისიდან.

თავად ამბობს, რომ წერა თორმეტი წლისამ დაიწყო: „როცა პირველად წავიკითხე „ბინდი“ და მეც, როგორც ყველა თორმეტი წლის ბავშვს გონება დამე-ბინდ-ა. ჩავამთავრე თუ არა ოთხივე წიგნი, რომანის იდეა მომივიდა და ერთი წელი ვწერე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა და თავი დავანებე, თუმცა წერა არ შემიწყვეტია“.

არც საყვარელ მწერალს ასახელებს და არც კონკრეტულ შთაგონების წყაროს, თუმცა ამბობს, რომ „ფანტაზიამ, მომენტურმა გამოცდილებამ და ქვეცნობიერის ნალექმა შედეგი გამოიღო“.

მიხეილი (მეგობრებისთვის-მიშო), მადლობელია იმ მხადრაჭერისთვის, რომელსაც სკოლა, რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზია უცხადებს. მომავალ გეგმებზე ჯერ არ საუბრობს, მაგრამ ამჟამად მუშაობს მეორე რომანზე – „ბაზალეთის ტბა“ და წერს სხვადასხვა ჟანრის (ძირითადად მაინც მისტიკა და ფანტასტიკა) მოთხრობებს.

კომენტარები გამორთულია