არაბული სოფელი კუმისში

0
379

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის მოსხლეობა დღეს არაბებზე მიწების მიყიდვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავს. არაბული სოფლის გაშენების შესახებ, კუმესელებმა რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათი სოფლის კუთვნილ მიწებზე, რომელიც ამ ეტაპზე 500-500 კვ.მ-ზე არის დაყოფილი, ტერიტორიის შემოსაღობად სპეციალური ბოძები უკვე დაამაგრეს.

საპროტესტო აქციას კუმისელი ახალგაზრდები საკუთარი მიწების დასაცავად მართავენ. როგორც “ტელეგრაფთან” ერთ-ერთი ორგანიზატორი განმარტავს, სოფლის მეურნეობა მათი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროა. ამ ტერიტორიის ნაწილს ისინი საქონლისთვის საძოვრებად, ნაწილს კი, სახნავ–სათესად იყენებენ. კუმისელების თქმით, ტერიტორია 2008 წელს, წინა ხელისუფლების დროს  შპს-ზე გაიყიდა. დღეს კი ამ ორგანიზაციამ, მოსახლეობის ინფორმაციით, მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიჰყიდა.

 

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY