ბაღებში 4-5 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფების რეგისტრაცია იწყება

0
368

აღნიშნულ კატეგორიას აკმაყოფილებენ აღსაზრდელები, რომლებიც დაბადებულები არიან 16.09.2012-15.09.2013 წწ.
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ქ.რუსთავის მერიის მიმღებში პირველ სართულზე დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
განცხადების დასაწერად საჭიროა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. ბავშვის 2 ფოტო 3X4-ზე
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
3. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
4. ცნობა იუსტიციის სახლიდან ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ (შეგიძლიათ წარმოადგინოთ დროებით სამახსოვრო ბარათი სანამ მოწმობა დამზადდება)

ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ვაკანსიების არარსებობის გამო ჩარიცხვა ვერ მოხდება 6-ე, 8-ე და 20-ე ფილიალებში. მსურველები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში.

კომენტარები გამორთულია