ოჯახის საერთაშორისო დღე

0
127

1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული, ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახების საერთაშორისო დღე (International Day of Families).

ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი.

ეს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრებიც  ჩვენ ყველანი ვართ.

ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი ელემენტი იყო და რჩება ადამიანური ფასეულობების დამცველად, თაობების კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობითის, სტაბილურობის და განვითარების ფაქტორად;  ოჯახის მეშვეობით ძლიერდება და ვითარდება სახელმწიფო, იზრდება ხალხის კეთილდღეობა.

 

კომენტარები გამორთულია