საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ეროვნული აკრედიტაცია მიენიჭა

0
191

ლაბორატორიის სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის სტანდარტთან შესაბამისობა  აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითად შეფასდა. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი, ზუსტი და ობიექტური.

აკრედიტაციის მინიჭების პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავდა. პირველ ეტაპზე, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, თუ რამდენად პასუხობდა ლაბორატორიაში დანერგილი მეთოდები, პროცედურები, დოკუმენტაცია, არსებული დანადგარები და პერსონალის კვალიფიკაცია სსტ  ისო/იეკ 17025:2010 -ის მოთხოვნებს. შეფასების დასრულების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრმა გასცა რეკომენდაციები, რომლებიც ლაბორატორიამ მცირე დროში განახორციელა და შედეგად, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, აკრედიტებულია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიები.

აკრედიტაციის სფეროები რეგიონების მიხედვით:

  • თბილისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები, მცენარეული ნიმუშები, საკვები პროდუქტები (გმო).

  • ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები.

  • ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები.

  • ბათუმის რეგიონული ლაბორატორია

აკრედიტაციის სფერო: ვეტერინარული ნიმუშები, მცენარეული ნიმუშები.

კომენტარები გამორთულია