მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

0
184

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა  დღეიდან ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.  მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.
სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შეიქმნა.

კომენტარები გამორთულია