რა შეფასებები გაკეთდა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

0
304

დღეს რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსარჩელეები სს “აზოტისგან” ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ჯარიმის დაკისრებას ითხოვენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით  მოსარჩელე მხარეს შპს „აზოტიდან” გათავისუბლების ბრძანებების გამოთხოვა და წარდგენა მოეთხოვა, ხოლო მოპასუხე მხარეს მხარეს თანამშრომელთა ქარხნის  ტერიტორიაზე არ  შეშვების საფუძვლის წარდგენა დაავალა.

გთვაზობთ კომენტარებს, რომელიც სხდომის დამთავერბის შემდეგ მხარეებმა „ტელეგრაფთან“ საუბრისას გააკეთეს.

“1978 წლიდან ვმუშაობდი ბუღალტერიაში, ვიყავი უფროსი ბუღალტერი, შემდეგ საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვიყავი. შემდეგ მითხრეს რომ საფინანსო განყოფილება აღარ სჭირდებოდათ და გადამიყვანეს ისევ ბუღალტერიაში, ჩემი თნამშრომლები შეამცირეს, მაგ დროს ახალი მღებული თანამშრომლები ყავდათ რომელთაც, ჩემეზე მეტი ხელფასი ქონდათ, მე ვასწავლიდი მუშაობას და დღეს ერთ-ერთი პიროვნება, საფინასო განყოფილების ხელმძღვანელია, მე კიდე საერთოდ გამიშვეს სამსახურიდან. არც შრომის წიგნაკს მაძლევენ. ვის არ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ქევხიშვილს (დირექტორის მოადგილე) და კადრებს რამდენჯერმე მივმართე, ბოლოს ბატონ სოსო გოზალიშვილს ვესაუბრე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურშია, მან მითხრა რომ შრომის წიგნაკზე შპს „რუსთავის აზოტს“ უნდა მივმართო, მაგრამ ნეტა ვის?? კონსტანტინე ლინა იქ არ არსებობს, ვის უნდა მივმართო არ ვიცი, არ მაძლევენ წიგნაკს, იმიტომ რომ მათ ჩვენ გაშვებაზე არანაირი ბრძანება არ გააჩნიათ“ – ამბობს რუსთავის „აზოტის“ ყოფილი თანამშრომელი თამარ სუხიაშვილი.

„რაც შესაძლებელი იქნება წარვადგენთ, რაც შეუძლებელია ვერ. არ არსებობს ეს ბრძანებები, სააქციო საზოგადოება რუსთავის „აზოტს“ არ გაუთავისუფლებია მოპასუხეები სამსახურიდან, ჩემი ინფომრაციით, ისინი დღესაც ითვლებიან შპს რუსთავისს „აზოტის“ თანამშრომლებად და შესაბამისად შრომის დავასთან დაკავშირებით მათ უნდა მიმართონ“ – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სს რუსთავის „აზოტის“ იუირსტმა გიორგი მაღრაძემ.

„არც გათავისუფლების ბრძანებები არსებობს  და არც წინასწარი შეტრყობინება. ამბობენ რომ ჩვენ არ ვართ სამართლ მემკვიდრე, ჩვენ ვართ ახლი კომპანია, ჩვენ ისინი არ გაგვითავუსეფლებია, უბრალოდ ახალ კომპანიას არ დასჭირდა მათი სამსახურში აყვანა. ეს პოზიცია აქვს სს რუსთვის „აზოტს“ რაც ყოვლად მიუღებელია. სასამართლო პროცესზე მათი არგუმენტები დაუსაბუთებელი იყო და სწორედ იმ ბრძანებების წარმოდგენა, რომელიც თანამშრომელიბის გათავისუფლებას ეხებოდა  და დასაბუთებული მოტივის წარდგენა დაევალა მათ. თუმცა, მათ ეს ბრძანებები არ გააჩნიათ“ – განაცხადა აზოტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა გელა ბიჭიაშვილმა.

ხმაურით ჩაიარა სასამართლო პროცესმა რუსთავში

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი დაიწყო

კომენტარები გამორთულია