რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი დაიწყო

0
645

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესზე იმ 57 მუშის საქმე განიხილება, რომელთაც ხელშეკრულება უკანონოდ აქვთ შეწყვეტილი.

მოსარჩელეები სს “აზოტისგან” ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ჯარიმის დაკისრებას ითხოვენ.

შეგახსენებთ რომ, მიმდინარე წლის 26 იანვარს აზოტის ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350-მდე თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. საწარმოში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, ხელშეკრულების დარღვევაზე და უკანონო დათხოვნაზე საუბრობდნენ, რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, დიდი ნაწილი, კომპანიის მიერ შეთავაზებულ 400 ლარიან (სამი თვით) კომპენსაციას დათანხმდა. მათი უმეტესობა დაბალანაზღაურებადი, საპენსიო ასაკის ან მართლმსაჯულებისადმი პესიმისტურად განწყობილია.

კომენტარები გამორთულია