საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა, რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

0
329

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ ,,Master’’- ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’- ი გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 – ე მუხლის მე -3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები გამორთულია