სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა შეუჩერა 4 ბიზნესოპერატორს

0
253

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

კომენტარები გამორთულია