ხმაურით ჩაიარა სასამართლო პროცესმა რუსთავში

0
1399

აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სასამართლო პროცესი შეძახილებისა და ტაშის ფონზე წარიმართა, ყოფილი თანამშრომლების უკმაყოფილებას მოპასუხე მხარის არგუმენტები იწვევდა, რომლის მიხედვითაც  სს აზოტის დაცვის მხარე პროცესში მათი ჩართულობის თავიდან აცილებას ითხოვს. მათ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლება ითხოვეს. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ მოპასუხე მხარეს თანამშრომელთა ქარხნის  ტერიტორიაზე არ  შეშვების საფუძვლის წარდგენა დაავალა.
მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს შპს აზოტიდან გათავისუბლების ბრძანებების გამოთხოვა და წარდგენა მოსთხოვა.

შემდეგი მოსამზადებელი პროცესი 8 ივნისს ჩაინიშნა.

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი დაიწყო

 

კომენტარები გამორთულია