ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა

0
174

საიას სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამრთლომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გააუქმა.

„ამ საქმეში საია იცავდა მოქალაქე კახა კუკავას ინტერესებს. გასაჩივრებული იყო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მოქალაქეს უკრძალავდა გემგებლის, მერის, ასევე საკრებულოს წევრის არჩევნებში მონაწილეობას, თუკი კანდიდატი არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლომ მერთან და გამგებელთან მიმართებაში დაადგინა კონსტიტუციის 29 მუხლის (თანამდებობის დაკავების უფლება) დარღვევა, ხოლოსაკრებულოს წევრთან მიმართებაში კონსტიტუციის 28 მუხლის (პასიური საარჩევნო უფლება) დარღვევა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღარ არსებობს ბინადრობის 2 წლიანი ცენზი.- ” ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კომენტარები გამორთულია