აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს ახალი გუბერნატორი

0
536

ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობა გრიგოლ ნემსაძემ დაიკავა. ნემსაძე მხარის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. წარდგენის შემდეგ გუბერნატორმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„რეგიონი ძალიან საინტერესო, მდიდარი და დიდი პოტენციალის მქონე არის. ჩვენ ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას ვაპირებთ, ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას, რომ რეგიონი უფრო განვავითაროთ. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანი არის. ძალიან ბევრი კარგი, მშრომელი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვექნება მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, საკრებულოებთან ერთად, ყველა იმ საკითხს  პრობლემატურს გავივლით და უმოკლეს ვადებში გადავწყვითავთ, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რა თქმა უნდა.”- განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებეს, ნემსაძის განცხადებით, სამუშაო რეჟიმს ხვალიდან აქტიურად შეუდგება და უფრო დაწვრილებით საუბარიც, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები გამორთულია