დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

0
879

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა, პროკურატურა გამოძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს.

ბექა ხახუბია 17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია მისი მანქანის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

კომენტარები გამორთულია