მშვიდობის ქუჩაზე მძღოლებმა აქცია გამართეს

0
256

მძღოლები, რომელებიც რუსთავის საწარმოო ზონაში სატვირთო ავტომობილებით გადაადგილდებიან გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

„აღარ შეგვიძლია, რასაც ვშოულობთ ისევ მანქანების შეკეთებას ვახმართ, შეუძლებელია ამ გზაზე ყოველდღიურად გადაადგილება”- აცხადებენ მძღოლები და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. მძღოლების პოზიციას იზიარებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც მსუბუქი მანქანებით უწევთ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება.

შეკრებილ მძღოლებს რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია შეხვდა. შეროზიას განცხადებით, მერია უმოკლეს დროში შეეცდება საკითხის მოგვარებას. მანამდე კი, დღესვე დილიდან დაიწყო გზაზე არსებული ორმოების ამოვსება და მოხრეშვა. თუმცა ამას მძღოლთა კმაყოფილება არ გამოუწვევია, მათი თქმით ერთ კვირაში გზა ისევ ცუდ მდგომარეობაში იქნება. მძღოლები მშვიდობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციამდე, პარალელური ქუჩით სარგებლობის ნებართვას ითხოვენ.

„სანამ ეს გზა არ გაკეთდება, ვივლით პარალელურ ქუჩაზე, (დავით გარეჯის ქუჩა) და პატრულმა ჯარიმები არ დაგვიწეროს” – აცხადებენ მძღოლები.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის ქუჩა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა და იქ არსებული სამანქანო გზა სატრანზიტო გზას არ წარმოადგენს.

 

კომენტარები გამორთულია