როგორ აფასებენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები ახალი გუბერნატორის დანიშვნას

0
863

დღეს ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის წარდგენა მოხდება. ახალ რწმუნებულს საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, ის პოლიტიკაში პირდაპი ბიზნესიდან მოდის. „ტელეგრაფი“ დაინტერესდა რამდენად იცნობენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები ახალ გუბერნატორს და რა შეფასებები აქვთ კანდიდატთან დაკავშირებით.

რუსთავის 29-ე ოქის მაჟორიტარი დეპუატი პაატა მხეიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს რომ, ის გრიგოლ ნემსაძეს არ იცნობს.

„სამწუხაროდ მე ამ კანდიდატურაზე ვიცი მხოლოდ მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, პირადად პიროვნებას არ ვიცნობ, ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდა სამეურნეო თვისებებით შემკულია, ნორმალური ბეგრაუნდი და რეზიუმე აქვს. ბევრს ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ, ვიცი რომ კანდიდატურა საკმაოდ დიდი ხნის განმვალობაში გადიოდა შეჯერებას, ყველა გაუთვალისწინებელი მომენტი გამორიცხულია, რადგან ამისთვის დრო საკმაოდ იყო. მინდა წამარტება ვუსურვო ბატონ გრიგოლს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“ – ამბობს პაატა მხეიძე.

რაც შეეხება ბოლნისის მაჟრიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის კომენტარს, „ტელეგრაფთან“ საუბნრისას აღნიშნავს რომ, ნემსაძეს პირადად არ იცნობს.

„მე პირადად ბატონ გრიგოლს სამწუხაროდ არ ვიცნობ, თუმცა ალბათ მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, სწორი ანალიზის საფუძველზე და ცხადია ჩვენ გუნდთან ერთად მის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გრიგოლ ნემსაძეს პირადად არ იცონობს, არც დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. როგორც კახა ოქრიაშვილი აცხადებს, ის გრიგონ ნესაძეს არ იცნობს , თუმცა, იმედოვნებს რომ კარგი გუბერნატორი იქნება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY