სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

0
153

9 – 17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 12,900 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალექეებს: ხ.ს-ს, ლ.მ-ს, ზ.მ-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. კიდევ ერთ სამართალდამრღვევს, ასევე სომხეთის მოქალაქეს, ვ.ა-ს, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი ავტომობილის სათავსოებსა და სავარძლების ქვეშ, სათადარიგო საბურავთან ჰქონდა დამალული, შეეფარდა როგორც ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა საქონელი და კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

კომენტარები გამორთულია