საერთაშორისო დონეზე უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად ცვლილებები განხორციელდა

0
55

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე განათლების ხარისხის განვითარების კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო დონეზე გაზრდის როგორც უმაღლესი სასწავლებლების იმიჯს, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება უცხოური წამყვანი სააგენტოების მიერ, მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების აკრედიტირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.

აკრედიტაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, აკრედიტებული 1150 პროგრამა განმეორებით აკრედიტაციას ეტაპობრივად გაივლის. ცვლილებების მიხედვით, დაწესებულებებს წლის ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა დაიმატონ პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე იხვეწება ავტორიზებული დაწესებულებების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების პროცედურა. ასევე იცვლება ერთობლივ პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წესი. ცვლილებების მიხედვით ნებისმიერი პირისთვის ჩნდება შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის.

ინიცირებული ცვლილებებით, მკაფიოდ განისაზღება საქართველოს ტერიტორიაზე არაავტორიზებული დაწესებულებების მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები. ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროგრამების აკრედიტაცია განახორციელონ საზღვარგარეთ მოქმედ წამყვან ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის ვადა ერთი წლის ვადით უხანგრძლივდებათ.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY