სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა

0
112

„აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათი ინფორმაციით, ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს. ტერიტორია სადაც სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაშია, რომლის საერთო ფართს 5 025 კვ.მ. შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის და ვარგისიანობის ვადების დაცვით შეინახონ საკუთარი პროდუქცია.

კომენტარები გამორთულია