„ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის”

0
489

ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი მედიას მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობას დაპირდა. როგორც ტანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გრიგოლ ნემსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი კარი მედიის წარმომადგენლებისთვის ყოველთვის ღია იქნება.

„გეტყვით, რომ ძალიან ღია ვიქნებით პრესისთვის, მედიისთვის. ჩვენი ამოცანაც ისა არის, რომ ჩვენი პროექტები, ჩვენი განსაზღვრული გეგმები, სწორედ იყოს მიტანილი მოსახლეობასთან, ასე რომ ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის, პრესსამსახურის და ჩემნი მეშვეობით შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ ღიად და გამჭირვალედ,”- უთხრა ნემსაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები გამორთულია