გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება

0
220

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება და განმარტავს, რომ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუშში მცხოვრებ მოქალაქე დ.ნ.-ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება.

მისი განმარტებით, მელია უნადგურებდა შინაურ ფრინველს, რის საფუძველზეც მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით დაედევნა ცხოველს. მელიის ლეკვები მისმა მონადირე ძაღლმა ამოიყვანა სოროდან, ამიტომაც აღენიშნებათ ლეკვებს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მოქალაქეს ჩამოერთვა და დაილუქა სანადირო იარაღი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია