რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

0
350

რუსთავში მე-8 მიკრორაიონში, მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაცით, მამაკაცს ახლობელმა ურთიერთშელაპარაკებისას ჭრილობა მუცლის არეში დანით მიაყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია