რუსთავში 5 სპორტული და 1 საბავშვო მოედანი მოეწყობა

0
187

ქალაქ რუსთავში 5  სპორტული და 1  საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად სატენდეროდ 119 400 ლარია გათავლისწინებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 50 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

სპორტული მოედნები შემდეგ მისამართებზე მოეწყობა: ქ. რუსთავში ლესელიძის ქუჩაზე სახანძროს მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩაზე #15-ის მიმდებარედ, XX მიკრორაიონის #1-ის მიმდებარედ, მაიაკოვსკის გასასვლელის #7-ის მიმდებარედ, დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის #15-17 მიმდებარედ, ხოლო, საბავშვო მოედანი XII #4-ში მოეწყობა.

კომენტარები გამორთულია