მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკას 2500 წიგნი გადაეცა

0
116

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკას, პროექტ „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, 2500 ცალი სხვადასხვა სახის საჭირო წიგნები გადაეცა.
მოსიარულე ბიბლიოთეკას თან ახლდა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სტუდენტური ერთიანობი’’–ს წარმომადგენლები.
პროექტის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გადმოცემული წიგნებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გარდა მომარაგდება სოფელ სიონის, წერეთლის, სადახლოსა და შაუმიანის ბიბლიოთეკები.
„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ,,სტუდენტური ერთიანობი’’–ს ინიციატივით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტი “წიგნი ყველა სოფელს” -,,სტუდენტური ერთიანობის’’ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „პალიტრა L”-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. 26 სექტემბერს მოსიარულე ბიბლიოთეკა ლენტეხს ეწვია და საჭირო წიგნები ლენტეხის სასკოლო ბიბლიოთეკებს გადასცა. მოსიარულე ბიბლიოთეკას ახლდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ბერდია ჩანქსელიანი, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის’’ წარმომადგენელი ქეთი ბურჯანაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სტუდენტური ერთიანობა’’ ხელმძღვანელი ბექა ღაჟონია. პროექტის წარმომადგენლებს ლენტეხში საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. უახლოეს კვირებში ლენტეხის სკოლებისთვის რამდენიმე ასეული წიგნი ისევ გაიგზავნება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წიგნების შეგროვება და დახარისხება.

კომენტარები გამორთულია