მერია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობას აგრძელებს

0
359

ქალაქ რუსთავში თავგორაშვილისა და თბილისის ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების (ე.წ. „მწოლიარე პოლიციელები“) მოწყობის სამუშაოებისთვის რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ბარიერები #26 საჯარო სკოლასთან და თბილისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოეწყობა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი შავი და ყვითელი სეგმენტებით მოეწყობა, რომელსაც ექნება შუქამრეკლი ელემენტები და იგი განკუთვნილი იქნება 20-30 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვისათვის.

კომენტარები გამორთულია