რა გახდა ჩვილი ბავშვების გარდაცვალების მიზეზი

0
1167

რუსთავში დღეს დილით ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. “ტელეგრაფის” ინფომრაციით, ერთი გაჩიანიდან, მეორე კი რუსთავიდან იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები, 15 დღის და 22 დღის ბავშვები არიან.

როგორც გაჩიანში მცხოვრები გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, გარდაცვლილს რომელიც საწოლზე იწვა, 1 წლის ძმა ეთამაშებოდა, რომელმაც ზეწარი გამოქაჩა და ბავშვი ძირს დავარდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მის გარდაცვალებას.

რაც შეეხება რუსთაველ მცირეწლოვანს, ოჯახის ახლობლების თქმით, კვების დროს, სასულეში საკვები გადასცდა, რის გამოც ვერ ამოისუნთქა. მიუხედავად იმისა რომ რეანიმაციული ღონისძიებები მალევე გატარდა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზებს, ექსპერტიზა დაადგენს.

 

NO COMMENTS