რეაბილიტირებული ქუჩების გაჩერებებზე ახალი ელექტრო ტაბლოები განთავსდება

0
229

ქალაქ რუსთავში კოსტავას გამზირზე და თოდრიას ქუჩაზე არსებულ გაჩერებებზე 8 ახალი ტაბლოს მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების შესასყიდად 33 896- მდე ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ 23 მაისს გამოაცხადა.

ელექტრო ტაბლოები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე არსებულ გაჩერებებზე: თოდრიას ქუჩა #3 და თოდრიას I ჩიხის #1, თოდრიას ქუჩა #15 და თოდრიას II ჩიხის #1, კოსტავას გამზირი #1, #2,
#12, #17.

 

 

კომენტარები გამორთულია